Geolarp Wikia
Advertisement

ბიოგრაფია:[]

12476012 1703544286528686 1397499969 n

ჰაასი დაიბადა და გაიზარდა ტყეში მდებარე პატარა დასახლებაში, რამსეიას იმპერიის ყველაზე მშვიდობიან ნაწილში. იგი პატარა ოჯახში გაიზარდა. დედა დიასახლისი იყო, მამა კი - ტავერნის მფლობელი. მთელი ოჯახი ტყის პირას, ტავერნაში ცხოვრობდა.ჰაასი მთელს დროს ჭამა-სმასა და გართობაში ატარებდა, რადგან მის თვალს არც ომი უნახავს, არც სიღარიბე და არც ავადმყოფობა. ასე ცხოვრობდა იგი ბედნიერად სანამ მის ცხოვრებაში უცნობი არ გამოჩნდა.

დასაწყისი:[]

ერთ საღამოს, როდესაც ჰაასი ჩვეულებისამებრ იჯდა და მიირთმევდა, ტავერნაში რამდენიმე უცნობი შემოვიდა. ისინი არ ჰგავდნენ ჩვეულებრივ ადამიანებს. ისინი კუთხეში მდგომ მაგიდასთან ჩამოსხდნენ და ერთი კასრი ლუდი და შემწვარი გოჭი შეუკვეთეს. როდესაც გამოთვრნენ, საგმირო საქმეების მოყოლა დაიწყეს. ჰაასს ბავშვობიდანვე უყვარდა მსგავსი ისტორიების მოსმენა, ამიტომ მან აიღო თავისი სამფეხა სკამი და უცნობებს ახლოს მიუჩოჩდა. იგი ერთ-ერთმა მეომარმა შეამჩნია და ლარაპაკი გაუბა. უცნობს ოდნავ ჭაღარაშეპარული, შავი თმა ჰქონდა. სახეზე კი უამრავი ჭრილობისგან დარჩენილი დაღი აჩნდა. მან მოუყვა ჰაასს თავისი თავგადასავლების შესახებ: თუ როგორ იბრძოდა ინკვიზიციის რიგებში ელფების სამეფოს დასაბრუნებლად,როგორ გაიცნო ადრიელ არ'ჰამი, როგორ მოუვიდა უთანხმოება ხროვის ალფასთან და როგორ შექმნა ახალი ხროვა. ეს ადამიანი ახალი ხროვის ალფა, ზაროსი იყო. მთვრალმა ჰაასმა სთხოვა ზაროსს, რომ იგი მაქციად გადაექცია და დიდი დავის შედეგად თავისი სიცოცხლე სასწორზე დადო. ზაროსს სჯეროდა თავისი შესაძლებლობების და ამიტომაც მას უკბინა სავსე მთვარეობისას. ყველაფერმა წარმატებით ჩაიარა. ჰაასი მაქცია გახდა და ზაროსს ერთგულება შეჰფიცა. თავისი ფიზიკური სიმსუქნე ჰაასის მგლად გადაქცევისასაც გამოიხატა. იგი იმსისქე იყო, რომ ყველას მითიური დათვი-მაქცია ეგონა. ჰაასი შეუერთდა ჰანზის საბრძოლო ორდენს.

Advertisement